მისი უწმინდესობა პაპი პეტრე III
მისი უწმინდესობა პაპი პეტრე III, De Glória Ecclésiæ (22-4-2016 -დან დღემდე)
საერო სახელი – მარკუს ჯოზეფ ოდერმატი, შემდგომში ეპისკოპოსი მამა ელისეო მარი. დაიბადა შვეიცარიაში, ნიდვალდენში, სტანსში. მეთხუთმეტე საუკუნის განდეგილის, წმინდა ნიკოლოზ ფლუელის, შთამომავალი, რომელსაც შვეიცარიაში თაყვანს სცემენ, როგორც ქვეყნის მამას, რომლის ერთადერთი საზრდო ოცი წლის განმავლობაში წმიდა ზიარება იყო და რომელმაც მოახერხა თავისი ქვეყნის გათავისუფლება დამღუპველი სამოქალაქო ომისგან, ასევე სასწაულებრივად დაეხმარა შვეიცარიას, თავი აერიდებინა პირველი და მეორე მსოფლიო ომისგან. ნიდვალდენის კანტონის დროშაზე გამოსახულია ზეციური სასუფევლის გასაღებების პაპის ემბლემა მისი მფარველის, წმინდა პეტრე მოციქულის, პატივსაცემად. ეპისკოპოსი მამა ელისეო მარი შეუერთდა წმინდა ხატების კარმელიტების ორდენს 1985 წელს; თვრამეტი წლის განმავლობაში იგი სამხრეთ ამერიკაში მისიონერი იყო, 2011- 2016 წწ კი თითქმის 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო მდივნად მსახურობდა. პაპმა პეტრე III-მ შეინარჩუნა პალმარის წმინდა კვირის ახალი კალენდარი, რომელიც, შესაბამისად, იწყება 20 მარტს და მთავრდება აღდგომის კვირის ხსენებით, 27 მარტს. 25 მარტი ანუ დღე, როდესაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე გარდაიცვალა, ყოველთვის იქნება დიდი პარასკევის ხსენების დღე, კვირის რა დღესაც არ უნდა დაემთხვას იგი. საყოველთაო განდგომის სამყაროში, მისი უწმინდესობა პაპი პეტრე III, როგორც ჩვენი სულების მწყემსი კეთილი, თავისი სამოციქულო წერილების მეშვეობით, გაბედულად იცავს და აცხადებს წმინდა მოძღვრებასა და მორალს, რითიც ებრძვის შეცდომას და სხვა მორალურ გადაგვარებას.
მისი უწმინდესობის, პაპი პეტრე III-ის სამოციქულო მოგზაურობა
2018 წ მაისში მისი უწმინდესობის, პაპი პეტრე III-ის ვიზიტი შეერთებულ შტატებში
მისი უწმინდესობის, პაპი პეტრე III-ის ეს ვიზიტი განხორციელდა ევქარისტიის, მარიანისა და ჟოზეფინას კონგრესში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც თავისთავად დიდი წარმატება იყო. პალმარიელი მორწმუნეები დიდი თავდადებითა და ღვთისმოსაობით ესწრებოდნენ ამ ყრილობას. კონგრესზე მისი უწმინდესობა, სხვა საკითხებთან ერთად, ესაუბრა მორწმუნეებს სულიერი ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობის შესახებ, რაც ასოდენ მნიშვნელოვანია სიწმინდის მისაღწევად. მან ასევე ისაუბრა რელიგიური მოწოდებების აუცილებლობაზე.
პირველად კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ლიმბოს სულების პატივსაცემად საკურთხეველი გაკეთდა. წმინდა მსვლელობისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა მარიამისა და ყოვლადწმინდა იოსების გამოსახულებებით, წმინდა მამა პეტრე III შეჩერდა ამ საკურთხევლის წინაშე და ყველა დამსწრემ ილოცა ამ სულებზე. ანალოგიურად, მომზადდა საკურთხეველი სპეციალურად განსაწმენდელში სულების პატივსაცემად და იქ იკითხებოდა შესაბამისი ლოცვები ამ საბრალო სულების ტანჯვის შესამსუბუქებლად.
შეერთებულ შთატებში ევქარისტიის, მარიანისა და ჟოზეფინას კონგრესის ფოტოები
მისი უწმინდესობის პაპი პეტრე III-ის ვიზიტი სამხრეთ გერმანიაში, 2018წ. აგვისტო
მისი უწმინდესობის პეტრე III-ის გერმანიაში 2018 წ აგვისტოს ქადაგების მოკლე შინაარსი
წმინდა მამამ ამ ქადაგებაში ისაუბრა თავის მწუხარებაზე, რომელიც გამოწვეულია, სხვა საკითხებთან ერთად, ახალგაზრდებითა და მათი განდგომის საშიშროებით. განდგომა არ ხდება ერთ დღეში, ამას შეიძლება კვირები ან თვეები დასჭირდეს.
განდგომისთვის ეშმაკი იყენებს სულის სამ მტერს: სამყაროს, ეშმაკსა და ხორცს. ბავშვის ზრდასთან ერთად ყოველთვის არსებობს საშიშროება, როცა სული აღვიძებს ამ სამ მტერს, თუმცა ხშირად მათ აღიქვამენ არა როგორც მტრებს, არამედ როგორც რაღაც ახალსა და ლამაზს, იქამდე უცნობსა და გამოუცდელს. ახალგაზრდებმა არასოდეს არ უნდა დაკარგონ უმანკოება და უნდა იბრძოლონ აზრების სისუფთავის შესანარჩუნებლად. ბავშვები უნდა ენდობოდნენ მშობლებს და ესაუბრონ სირთულეებზე, რადგან მშობლებს შეუძლიათ, დაეხმარონ შვილებს თავიანთი გამოცდილებით. მშობლებმა უნდა აჩვენონ კარგი მაგალითი და ხელი შეუწყონ რელიგიურ ცხოვრებას სახლში. მათ უნდა გამონახონ დრო შვილებისთვის და დაიცვან ისინი ცუდი მეგობრებისგან. მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ღმერთის წინაშე, მაგრამ ზოგიერთი მშობელი არ ატარებს საკმარის დროს შვილებთან. ისინი აჩვენებენ ცუდ მაგალითს და შემდეგ ნანობენ, რომ შვილები განდგომის გზას დაადგნენ. კარგი მამა იცავს შვილებს და ასწავლის მათ ქრისტიანულ რწმენას. როდესაც მამა ამას არ აკეთებს, საკუთარი განსჯის ჟამს მას მოუწევს, პასუხი აგოს ღმერთის წინაშე შვილების შეცდომების გამო. მორწმუნეები ასევე უნდა ენდობოდნენ მისიონერს. ის იქ მათ დასახმარებლად იმყოფება. მორწმუნეებმა მას გული უნდა გადაუშალონ. მთავარია, იცხოვრო რელიგიური ცხოვრებით, სიხარულით მიიღო ზიარება, სიყვარულით გაიღო მსხვერპლი, სიხარულით ატარო პალმარის სამოსი და აჩვენო მსოფლიოს ჭეშმარიტი რწმენა. ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მიერ გამოცემული მასალების წაკითხვა -ეს არ უნდა გავიწყდებოდეთ. მორწმუნეებმა არა მხოლოდ უნდა წაიკითხონ ეს პუბლიკაციები, არამედ ისაუბრონ მათზე, განსაკუთრებით შვილებთან.