ერთიანი წმინდა კათოლიკური სამოციქულო და პალმარის ეკლესია
ყველა დროის ჭეშმარიტი კათოლიკური ეკლესია, დაარსებული ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიერ, წმინდა პეტრეს ტაძრის კანონიერი მემკვიდრეობა, იმართება უწმიდესი პაპი პეტრე III, De Glória Ecclésiæ მიერ
ყველა დროის ჭეშმარიტი კათოლიკური ეკლესია, დაარსებული ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიერ წმინდა პეტრეს ტაძრის კანონიერი მემკვიდრეობა იმართება უწმიდესი პაპი პეტრე III, De Glória Ecclésiæ მიერ
ეს გახლავთ ერთიანი წმინდა კათოლიკური სამოციქულო და პალმარის ეკლესიის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც დამტკიცებულია წმინდა სახის კარმელიტების ორდენის მამა-გენერლის, მისი უწმინდესობის პაპი პეტრე III-ის მიერ. პალმარის კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად აუცილებელია მხოლოდ პალმარის კათოლიკური ეკლესიის მიერ ავტორიზებულ სოციალური მედიის ანგარიშებზე გადასვლა (ბმულები იხილეთ ბოლოში). ინტერნეტში არსებული სხვა პუბლიკაციების უმრავლესობა არ ასახავს სიმართლეს, არის დამაბნეველი და არაზუსტი.
სად არის ყველა დროის კათოლიკური ეკლესია?
1968 წლის 30 მარტს კარმელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი პირველად გამოეცხადა ოთხ გოგონას სოფელ ელ-პალმარ-დე-ტროიადან, სევილია, ესპანეთი, მასტიკის ხესთან. არაფერია დარჩენილი ამ პირველი გამოჩენის ხისგან, რადგან მორწმუნეებმა მისი ტოტები მოჭრეს როგორც ძვირფასი რელიქვია. ზუსტად იმ ადგილას დაიდგა ხის პატარა ჯვარი, რომელთანაც ლოცვები აღიმართა და ნათელმწვრეტლებს ზეციური ხილვები ჰქონდათ. ამგვარად ხდებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ პირველ გამოცხადებაში არჩეული ადგილის შენახვა. მოგვიანებით იქ იესოს წმინდა სახე და ჩვენი პალმარის დედის გამოსახულება დაიდგა.
პირველი ოთხი გოგონას შემდეგ იყვნენ სხვა ნათლმჭვრეტლებიც, რომლებსაც ჰქონდათ არაჩვეულებრივი ექსტაზები და მიიღეს მნიშვნელოვანი ზეციური გზავნილები.
ამ წმინდა ადგილს, რომელიც მომავალში უნდა გამხდარიყო წმიდა პალმარის ეკლესიის საყდარი, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში უწმიდესი ღვთისმშობელი ამზადებდა თავისი მრავალრიცხოვანი გამოჩენებით სხვადასხვა ადგილებში, როგორიცაა ლა-სალეტი (1846 წელს), ლურდესი (1858 წელს), ფატიმა (1917 წელს), გარაბანდალი (1961 წელს) და მრავალი სხვა.
ზუსტად ელ-პალმარ-დე-ტროიას ლენტისკო იყო ის წმინდა ადგილი, რომელმაც თანდათან გამოაცხადა შემაშფოთებელი ვითარება კათოლიკურ ეკლესიაში, მოვლენები, რომლებიც მასში მომავალში მოხდა, სასჯელი და კატასტროფები, რომლებიც უნდა მომხდარიყო მთელი კაცობრიობის მასშტაბით. ყოველივე ამის შერბილება მხოლოდ ლოცვით, მონანიებითა და ეკლესიაში შემოტანილი ძალიან მავნე პროგრესივიზმის აღმოფხვრით შეიძლებოდა, მაგალითად: წმიდა ზიარების ხელში მიცემა, მისი ფეხზე დგომით და არა დაჩოქილ მდგომარეობაში მიღება, მრავალი მღვდლისა და მონაზნის მიერ წმინდა ჩვევების მივიწყება.
ეკლესიის დანგრევამ ტრადიციული სწავლების გაყალბების გზით, ლიტურგიაში ცვლილებების შეტანით, მესის წმინდა მსხვერპლის წირვის გაუქმებით და ეკლესიებში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და უამრავი წმინდანის ტახტიდან ჩამოგდებით გამოიწვია ეკლესიის უამრავი წევრის სულიერი ნგრევა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, როგორც ეკლესიის დედა, ამდენი გაფრთხილების შემდეგ, გამოჩნდა ამ სოფელში, საიდანაც, როგორც ღვთაებრივმა მწყემსმა და მოძღვარმა, საბოლოოდ მოამზადა ეკლესია განახლებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რომაული ეკლესია განდგომის გზაზე იყო. მას შემდეგ უთვალავი იყო როგორც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, ისე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, მარადიული მამისა და წმინდანთა დიდი ნაწილის გამოცხადება, რომლებმაც თანდათან მოამზადეს ნიადაგი მომავალი მოვლენებისთვის წმინდა დედა-ეკლესიაში.
ელ-პალმარში მრავალი ნათელმჭვრეტლის მიერ მიღებულმა უწყვეტმა გზავნილებმა, საჯარო სასწაულებმა, განკურნებისა და სხვა მისტიკური ფენომენების შემთხვევებმა მიიპყრო მომლოცველთა მზარდი ნაკადი არა მხოლოდ ესპანეთიდან, არამედ მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ისინი ეძიებდნენ ტრადიციებსა და ჭეშმარიტებას, რაც რომაულ ეკლესიებში აღარ არსებობდა.
ღმერთის მიერ არჩეული მთავარი ნათელმჭვრეტელი, რომელსაც ყველგან უნდა გაევრცელებინა ელ-პალმარში მიღებული ტრანსცენდენტული გზავნილები, იყო 1946 წლის 23 აპრილს დაბადებული ახალგაზრდა სევილიელი, რომელიც უნდა გამხდარიყო წმინდა დედა-ეკლესიის მომავალი დიდი პაპი, გრიგოლ XVII, ტახტით ამ წმინდა ადგილას. კლემენტე დომინგეს-ი-გომესი, როგორც ელ-პალმარის მთავარი ნათელმჭვრეტელი, არ იყო უბრალოდ გზავნილების მნიშვნელოვანი მიმღები; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მარიამის მოწოდებებს თან ახლდა უთვალავი მისტიური ფენომენი, რომელიც მან მიანიჭა მას, აშკარა ნიშნები, რომლებიც ადასტურებდა მოვლენების ჭეშმარიტებას: მშვენიერი ექსტაზები, მოქცევები, სასწაულებრივი განკურნებები, სტიგმატიზაცია, მისტიური ზიარება და ა.შ. მის მიერ მიღებული სტიგმატები სავსებით ნათელი ნიშანი იყო მათთვის, ვისაც თავმდაბლად სურდა ჭეშმარიტების აღიარება. იმ დროიდან კლემენტე დომინგესს უნდა შეესრულებინა ერთ-ერთი ყველაზე რთული მისია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეკისროს; მიუხედავად ამისა, ღვთისა და მისი ყოვლადწმიდა დედის დახმარებითა და ძალით, მან გაძლო და გამძლეობითა და ვაჟკაცობით აგრძელებდა ბრძოლას ჭეშმარიტების დასაცავად.
კლემენტე ბევრს მოგზაურობდა, ქადაგებდა ელ-პალმარზე, იწვევდა მსოფლიოს, გაეცნო ხსნის ერთადერთი ადგილი რომაულ ეკლესიაში გამეფებული დაცემის, დაბნეულობისა და სიბნელის ფონზე. მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული თავდასხმების, კრიტიკისა და ცილისწამების, იგი ერთგული იყო მისთვის დაკისრებული მისიის და მხნეობითა და ენერგიით ართმევდა თავს ზეციდან მომავალი სიტყვების გაცნობის რთულ ამოცანას.
უწყვეტი ლოცვა შეუერთდა მუდმივ სინანულს, რასაც უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ითხოვდნენ ამ წმინდა ადგილას და რასაც მისი ერთგულები გულმოდგინედ ასრულებდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა.
ამ პირველი გამოცხადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სულიერი საფუძველი ჩაეყარა უკანასკნელი დროის ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ ორდენში. ახალი საეკლესიო იერარქიის წევრების ხელდასხმებმა და კურთხევებმა მის სხვადასხვა ფილიალებში შექმნა ეპისკოპოსთა და სამოციქულო კოლეგია, რომელიც გაიზარდა; წევრთა მნიშვნელოვანი რაოდენობა დაეხმარა წმინდა კათოლიკური ტრადიციის დაცვას ამ წმინდა ადგილას. ეს ადგილი შერჩეულ იქნა კათოლიციზმის სიწმინდისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და ამგვარად იგი მომავალი პაპობის საყდარად იქცა, პალმარიელები კი არა მხოლოდ სულიერად მოემზადნენ, არამედ ფიზიკურად დაიწყეს ღვთის ტაძრის აშენება, სადაც ჭეშმარიტი თაყვანისცემა უნდა აღსრულებულიყო, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში ასე ჩამოშლილი იყო.
იმავე წმინდა ადგილას, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ხილული გახდა იმ პირველ გამოცხადებაში და მისი დედობრივი შუამდგომლობით, აშენდა ჩვენი გვირგვინოსანი პალმარის დედის დღევანდელი ტაძარი-ბაზილიკა. დიდი იყო პირველი პალმარიელების ძალისხმევა, რათა ეს ოცნება რეალობად ქცეულიყო; მათ რწმენას და სანდო ლოცვას ღვთაებრივი განგებულება მოჰყვა.

1978 წელს პაპის წმინდა პავლე VI-ის გარდაცვალების შემდეგ, წინასწარმჭვრეტი კლემენტე, იმ დროისთვის ეპისკოპოსი, უფალმა, საოცარი გამოცხადებით სანტა-ფე-დე ბოგოტაში, კოლუმბია, აირჩია და აკურთხა იგი პაპად. ამ დიდებულმა პაპმა გრიგოლ XVII-მ მოიწვია ორი დიდი წმინდა დოგმატური კრება, რომლებმაც გამოავლინეს ჭეშმარიტი ძვირფასი მარგალიტები საღვთო გამოცხადების წმინდა საგანძურიდან, მაგალითად, სხვადასხვა ტრაქტატები დოქტრინისა და ზნეობის შესახებ.
ნამდვილი პაპი ამჟამად ცხოვრობს ელ-პალმარ-დე-ტროიაში, მართავს რა ეკლესიას პეტრე III-ის სახელით. ის არის ნამდვილი პაპი, ქრისტეს ვიკარი დედამიწაზე. ვინც მასთან არ არის, ის ქრისტესთან არ არის. მხოლოდ ერთიანი წმიდა კათოლიკური სამოციქულო და პალმარის ეკლესიის მღვდელმსახურებს აქვთ ძალაუფლება, აღასრულონ წმინდა საიდუმლოებები და აღასრულონ მესის წმინდა მსხვერპლშეწირვა.
ამჟამად, მრავალი ეროვნების მორწმუნე მოდის სალოცავად ამ წმინდა ადგილას, ისინი თაყვანს სცემენ ღმერთსა და მის ყოვლადწმიდა დედას, რაც ანაზღაურებს კაცობრიობის ცოდვებს. ღვთისმსახურება აქ, ღვთისმოსავი და დიდებული, მხურვალე სულიერების მსვლელობები, უნარჩუნებენ სარწმუნოებას სიციცხლესა და მხურვალებას პალმარის წმინდა ეკლესიის ტრიუმფის მოლოდინში.
ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშნები
1. ქრისტეს ეკლესია არის: ერთიანი წმინდა კათოლიკური სამოციქულო და პალმარის:
- ის ერთიანია სარწმუნოებაში, რადგან ღმერთის მიერ გამოცხადებული ჭეშმარიტება ყველასთვის ერთნაირია; რთიანი მმართველობაში, რადგან ჰყავს ერთი თვალსაჩინო ხელმძღვანელი, პაპი; და ერთიანი ზიარებებში, რადგან იგი ერთნაირია ეკლესიის ყველა მორწმუნესთვის.
- ის წმინდაა, რადგან მისი დამფუძნებელი წმიდაა; მისი მოძღვრება წმინდაა; მისი მიზნები და მისი მრავალი წევრი წმინდაა.
- ის კათოლიკურია, რადგან უნივერსალურია, რადგან მოიცავს ყველა ჭეშმარიტებას და არის ყველა ერისთვის.
- ის არის სამოციქულო, რადგან მისი იერარქია და მოძღვრება მოციქულებისგან მომდინარეობს.
- ის პალმარისაა, რადგან მისი ტახტი ახლა ელ-პალმარ-დე ტროიაშია (სევილია, ესპანეთი).
2. ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია უნაკლო, დაუმარცხებელი და ურღვევია მისი ღვთაებრივი დამაარსებლის დაპირებით: „მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი“.
3. ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას ასევე უწოდებენ “წმინდა სახის კარმელიტების პალმარის ქრისტიანულ ეკლესიას”, ან “პალმარის ქრისტიანულ ეკლესიას” ან “პალმარის ეკლესიას”; რადგან არსებითად ეს ზუსტად იგივეა, რაც თქვა: „ერთიანი წმინდა კათოლიკური მოციქულთა და პალმარის ეკლესია“.
4. პალმარის ეკლესია არის ერთადერთი და ავთენტური ქრისტიანული ეკლესია, რომლის სახელი ქრისტესგან, მისი ღვთაებრივი დამაარსებლისგან, მომდინარეობს.
5. 1978 წლის 6 აგვისტოს, პაპი წმინდა პავლე VI-ის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს თანხლებით, აირჩია და გვირგვინი დაადგა თავზე ახალ პაპს, წმინდა გრიგოლ XVII ბრწყინვალეს. იმ მომენტიდან რომაული ეკლესია აღარ იყო ჭეშმარიტი ეკლესია.
6. რომაული ეკლესიის განდგომის გამო, ქრისტემ 1978 წლის 9 აგვისტოს გადაიტანა თავისი ეკლესიის ტაძარი რომიდან ელ-პალმარ- დე ტროიაში. პაპის წმინდა გრიგოლ XVII ბრწყონვალე-ს არჩევით და ელ-პალმარ-დე-ტროიაში გადატანით, ქრისტეს ჭეშმარიტმა ეკლესიამ მიიღო პალმარის ტიტული.
7. სულიწმიდა არის ერთიანი ჭეშმარიტი ეკლესიის სული, კერძოდ ერთიანი წმიდა კათოლიკური სამოციქულო და პალმარის. მის გარეთ, სულებში ყველაზე ღვთაებრივი ქომაგის დამკვიდრება შეუძლებელია.
8. პალმარის ეკლესიის წევრები შეადგენენ წმინდა სახის კარმელიტების ორდენს იესოსა და მარიამის თანხლებით, რომელიც მოიცავს სამ შტოს: ბერები, მონაზვნები და მესამე დონის ერთგულები.
9. 1982 წლის 30 ივლისს პაპმა გრიგოლ XVII-მ ჩამოართვა ყველა უფლებამოსილება ეპისკოპოსებს, პრესვიტერებსა და დიაკვნებს ჭეშმარიტი ეკლესიის ანუ ერთიანი წმინდა კათოლიკური სამოციქულო და პალმარის, გარეთ. მან ასევე გააუქმა ყველა განდგომილი, ერეტიკული და სქიზმატური ეკლესიის მიერ ღვთისმსახურებებში გამოყენებად რელიკვიის, გამოსახულების, საკურთხევლისა და ა.შ. სიწმინდე. უფრო მეტიც, ქრისტესა და მარიამის ევქარისტიული ყოფნა გაქრა მსოფლიოს ყველა კარვიდან, რომელიც არ ეხება პალმარის ეკლესიას.
10. ეპისკოპოსებს, პრესვიტერებსა და დიაკვნებს ერთიანი წმინდა კათოლიკური სამოციქულო და პალმარის ეკლესიის გარეთ არ აქვთ უფლებამოსილება, განახორციელონ მღვდელმსახურების ნებისმიერი მოქმედება.